2023 წლის ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 320 261 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობის 83%-ია, ხოლო 2022 წლის ივნისის მონაცემებთან შედარებით, 30%-იანი ზრდაა.
ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ.
კომპანიის ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის ივნისში 69 150 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 9%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან 62%-იანი აღდგენაა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…